21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
Загрузка...
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. ერიდეთ საეჭვო ან სარისკო ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობას, რადგან ამას სავალალო შედეგი მოჰყვება. სიზმარი პირიქით აგიხდებათ.
კურო
არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისა და აქტიურობისთვის. სწორედ დღეს მოგიწევთ ძველ პრობლემებსა და შეცდომებზე პასუხისგება. შეძლებისდაგვარად, შეამცირეთ კონტაქტები, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები. გირჩევთ, დაგეგმილი შოპინგი სხვა დროისთვის გადაიტანოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კარგი იქნება, თუ საღამოს მარტოობაში ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გაატარებთ. საყვარელი საქმე აკეთეთ და დღის დარჩენილი მონაკვეთი გართობასა და დასვენებას დაუთმეთ.
ტყუპები
ამ დღეს თქვენი კომუნიკაბელური უნარები საგრძნობლად გაძლიერებულია, რაც ახალი პარტნიორების პოვნის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ. შესაძლოა, საღამოს მოულოდნელი პრობლემები შეგექმნათ, რაც მთლიანობაში, საქმის საბოლოო შედეგზე არ იმოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვნად დაამუხრუჭებს.
კირჩხიბი
არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ძველი შეცდომების გამო ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კარგი იქნება, თუ საღამოს მარტოობაში გაატარებთ. სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის ყველა ოჯახური საქმე გადადეთ და საყვარელი საქმით დაკავდით.
ლომი
უკიდურესად ნეგატიური დღეა. აღიარებისა და შექების სურვილმა შესაძლოა, საეჭვო და სარისკო ფინანსურ ოპერაციებში გაგხვიოთ. გამორიცხული არაა, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოთ, რაც კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის.
ქალწული
ბედი თქვენს გამძლეობას ისევ გამოცდის. თუ გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ, დღის მეორე ნახევარში თქვენი მომხიბვლელობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. გამორიცხული არაა, რომ ქალებმა პროექტში მოკავშირეების ჩართვა შეძლონ, მამაკაცებმა კი შემოსავლის ახალი წყარო მოიძიონ.
სასწორი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. გადაუჭრელმა პრობლემებმა შესაძლოა, მძიმე სიტუაციაში ჩაგაგდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ - ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გადალახოთ და სიტუაცია გამოასწოროთ. ერიდეთ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ენდობით. ოჯახური პრობლემების გადაჭრის დროს თუ ინიციატივა გამოიჩინეთ, ახლობელი ადამიანების დახმარების იმედიც უნდა გქონდეთ. ერიდეთ მკვეთრ და კატეგორიულ გამონათქვამებს.
მორიელი
ეს დღე მიზნის მიღწევასა და საკუთარ თავზე გამარჯვებას განასახიერებს. თქვენი პროექტი, ბოლოს და ბოლოს, წარმატებით დასრულდება. ამის მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში სტრესი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.
მშვილდოსანი
გამორიცხული არაა, რომ დღეს ახალი, იმედის მომცემი გეგმა შეიმუშაოთ, რომელიც თქვენი მუშაობის სტილს მთლიანად შეცვლის. შესაძლოა, ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რომელიც კარგ ფულად შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ - მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირდეს, რაც თქვენს სამსახურებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეცვლის.
თხის რქა
ამ დღეს საკუთარი თავის მისამართით უამრავ სასიამოვნო სიტყვას მოისმენთ. გამორიცხული არაა, რომ ქალებმა საზოგადოებაში გაიბრწყინონ და ახალი მოკავშირეების პოვნა შეძლონ. მამაკაცები მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც საშუალებას მისცემთ, შემოსავლის ახალი წყარო მოიძიონ.
მერწყული
დაძაბული დღეა, რაც წყენას, მცდარი ინფორმაციის მიღებასა და გაუგებრობას უკავშირდება. დიდია ოჯახური კონფლიქტის საფრთხე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის პრობლემები და ტრავმები.
თევზები
ეს დღე აურის გაძლიერებასა და პირადი მომხიბვლელობის მატებას უკავშირდება. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. თქვენ ყველგან შეგნიშნავენ, სადაც კი გამოჩნდებით, რაც თავდაჯერებას შეგმატებთ. ეცადეთ, ნებისმიერი უსიამოვნება მშვიდად მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ წარუმატებელი პერიოდი მალე დასრულდება და ისევ უღრუბლო ცხოვრება გელით.скачать dle 12.1

მოინახულეს:428