22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
Загрузка...
22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი კატეგორიულობა და თავშეუკავებლობა შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახოს და ფინანსურად დაგაზარალოთ. მოსალოდნელია ოჯახური საქმეები და ფინანსური ხარჯი, რომელიც ნათესავების ავადმყოფობას ან ბავშვების საჭიროებას უკავშირდება. თვალი ადევნეთ მინიშნებებს და სწორად აღიქვით.
კურო
კარგი დღეა მოგზაურობისთვის, აქტიური დასვენებისა და ჰაერზე სეირნობისთვის. ამ დღეს მხოლოდ გადაუდებელი საოჯახო საქმეები უნდა აკეთოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ტრავმები, ამიტომ სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური და კოლექტიური შემოქმედებისთვის, სტუმრების მიღებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ: დაალაგეთ აგარაკი და პარკში გაისეირნეთ. ფინანსების ხარჯვის დროს სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან მოსალოდნელია გაუმართლებელი ხარჯი და ან დანაკარგი. დღის მეორე ნახევარში მშობლებისა და შვილების ურთიერთობას გამოცდა ელის, მეუღლეებმა შესაძლოა, ფინანსების გამო იკამათონ.
კირჩხიბი
ეს დღე თქვენს გამძლეობას გამოცდას მოუწყობს. ემოციური გადაღლის მიუხედავად, დაწყებული საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. ნუ დაიძაბებით და გაართულებთ სიტუაციას. თუ ცხოვრებას ოპტიმიზმით შეხედავთ, ყველა სფეროში წარმატება გელით.
ლომი
შესაძლოა, უცხო ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ და საკუთარ პრინციპებს უღალატოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა პრინციპულობამ და იმპულსურობამ შეიძლება ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ.
ქალწული
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილებსა და არასწორ ინფორმაციას უკავშირდება. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს, უხეშობასა და გაუაზრებელ მოქმედებებს, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. შესაძლოა, მოულოდნელი პრობლემები ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე აისახოს და ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაგიფუჭოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური ან კოლექტიური შემოქმედებისთვის. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სუფთა ჰაერზე გაატაროთ: სააგარაკე ნაკვეთი მოაწესრიგეთ ან პარკში გაისეირნეთ. ერიდეთ მკვეთრ გამოთქმებსა და უხეშობას, თორემ მოგვიანებით ინანებთ. სასიყვარულო საქმეებში წარმატების იმედი ნუ გექნებათ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის და სავაჭრო ოპერაციებისთვის. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია კამათი, თუმცა საღამოს სიმშვიდე დაისადგურებს. ყველა შეხვედრა გააუქმეთ და რაც შეიძლება მეტი დაისვენეთ. გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ.
მშვილდოსანი
საშიში დღეა. ბედი კვლავ გამოცდას გიმზადებთ. შესაძლოა, სწორედ დღეს შეგახსენოთ თავი ძველმა საქმეებმა ან გადაუჭრელმა პრობლემებმა, რომელთა მოგვარებისთვის დრო და ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო. პარტნიორთა უწესობამ, არაკეთილმოსურნეთა ცილისწამებამ და ცრუ დაპირებებმა შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. ცოლქმრულ ურთიერთობებს გამოცდა ელით.
თხის რქა
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ტყუილებს, არასწორ ინფორმაციასა და არაკეთილმოსურნეთა ცილისწამებას უკავშირდება. ერიდეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს და პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობას. პარტნიორებისა და ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ და ყველაფერი თავად აკეთეთ. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე აისახება და ფინანსურად დაგაზარალებთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა კოლექტიური შემოქმედებისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისა და სტუმრების მიღებისთვის. ეჭვები უკუაგდეთ და თავდაჯერებული იყავით. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. ბავშვები პარკში გაასეირნეთ ან აგარაკზე იფუსფუსეთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს შესაძლოა, ისეთი პრობლემები აქვთ, რომლებიც თქვენს ჩარევას საჭიროებს.
თევზები
ეს დღე სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგიტანთ. დღის პირველი ნახევარი საქმიანი ქაღალდების მოწესრიგებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში კი დაისვენეთ და შვებულება დაგეგმეთ. ყველა შეხვედრა გადადეთ და საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.скачать dle 12.1

მოინახულეს:286