3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
Загрузка...
3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საქმეში შემოქმედებითი ხედვა და არასტანდარტული მიდგომა გამოავლინოთ, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალი წყარო, ახალი პარტნიორები და გავლენიანი მფარველები გაგიჩნდებათ. სწორედ მათი დახმარებით გამოხვალთ რთული სიტუაციიდან. სიფრთხილე გამოიჩინეთ შინაურ ცხოველებთან ურთიერთობისას.
კურო
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღლდება. ეჭვებს მიზანსწრაფულობა და ფხიზელი გათვლა შეცვლის. ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყველა შეთავაზებას და გარიგებას სიფრთხილით მოეკიდეთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ერიდეთ მწერებს და მჭრელ და მჩხვლეტ საგნებს. მღვრიე წყალი სიზმარში მოახლოებული საფრთხის მანიშნებელია.
ტყუპები
ეცადეთ, მგზავრობა მინიმუმამდე შეამციროთ - ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც თუნდაც ქალაქში გადაადგილებას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ელექტროობასთან. მოულოდნელი სტუმრები გელით. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, პროფესიული საქმიანობა გააფართოვოთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და მოგებას მოგიტანთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სხვათა რჩევები ნაკლებად გაითვალისწინეთ.
კირჩხიბი
ეჭვებისა და ყოყმანის პერიოდი მთავრდება. თქვენი მოქმედებები სულ უფრო კონკრეტული და მიზანდასახული ხდება. ყველა საქმეში წარმატება გელით.
ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა - წსარმატებები და შეცდომები ერთმანეთს სწრაფად ცვლიან. ნებისმიერი საქმე საპირისპირო შედეგს გამოიღებს. მეტი უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ნაკლები - უცხო ადამიანების რჩევას. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ, მაგრამ რთულ და ორაზროვან სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გამორიცხული არაა, რომ ახალი პარტნიორები ან გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ და უკეთეს დროს დაელოდეთ.
ქალწული
პერსპექტივის გაფართოებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებისთვის ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის მოულოდნელი შემოთავაზება ან ძველ ბიზნესპარტნიორთან შეხვედრა. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს შეუშლის. მგზავრობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ ელექტრო მოწყობილობებთან კონტაქტს.
სასწორი
პროფესიულ საქმიანობაში მხოლოდ პრაგმატული გათვლებით იხელმძღვანელეთ. ნაკლები უსმინეთ რჩევებს და მეტად საკუთარ ინტუიციას. ყურადღება გამოიჩინეთ ქაღალდებთან მუშაობისას. მათ გამო სირთულეები გელით.
მორიელი
ფინანსური ოპერაციებისთვის ხელსაყრელი დღეა. შესაძლებლობა გაქვთ, მნიშვნელოვნად გაიუმკობესოთ მატერიალური მდგომარეობა, თუმცა წინა თვის შეცდომები და სიზარმაცე შედეგზე აისახება. სწრაფად თუ არ იმოქმედებთ, თქვენი ოჯახი კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მშვილდოსანი
ამ დღეს დიდი ხნის ოცნება აგისრულდებათ. პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას უნდა დაეყრდნოთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და მოგებას მოგიტანთ. საბუთებთან მუშაობის დროს ყურადღება გმართებთ.
თხის რქა
წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია საქმიანი წწინადადება ან ძველ საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა. ეცადეთ, არ აჩქარდეთ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე არ იფიქროთ. შეჩერდით და გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ. სიზმარში ბანქოს ქაღალდის ნახვა მოულოდნელ შემოსავალს ნიშნავს.
მერწყული
ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და პრაგმატული გათვლა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. უარი თქვით ცხოველურ საკვებზე და დიეტა დაიცავით. კარგი იქნება, თუ ექიმის მეთვალყურეობით შიმშილობის კურსს ჩაიტარებთ.
თევზები
პროვოკაციებისა და ბნელი ძალების გააქტიურების დღეა. გარემოებები თქვენს გამძლეობას და სიტუაციის მართვის უნარს გამოცდიან. დაწყებული საქმე თქვენგან მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. გადაღლა, შფოთვის განცდა და ნერვიულობა სიტუაციას გაართულებს. შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლისთვის მაქსიმალური ძალისხმევა დაგჭირდებათ.скачать dle 12.1

მოინახულეს:146