6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
loading...
6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს საკუთარი შეხედულებებისა და ავტორიტეტის დაცვა მოგიწიოთ არაკეთილმოსურნეთა თავდასხმებისგან. შესაძლოა, მოვლენათა განვითარება თქვენს სასარგებლოდ ვერ შეცვალოთ, რადგან უამრავი შემთხვევითი ფაქტორი იჩენს თავს. გირჩევთ, საქმიანი აქტიურობა შეამციროთ და საკუთარი გეგმები და აზრები არავის გაუზიაროთ. რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკეთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
კურო
ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი და მონდომება პოზიტიურ გარემოს შექმნის. მოსალოდნელია კარგი ამბავი და სიურპრიზი. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში მოაგვაროთ. შესაძლოა, საღამოს ოჯახური პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ. შესანიშნავი დღეა მკურნალობის, კოსმეტიკური პროცედურებისა და სპორტისთვის.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თქვენი ოპტიმიზმი და მომხიბვლელობა პოზიტიურ გარემოს შექმნის, რაც სამომავლოდ შემოსავალს მოგიტანთ ან ავტორიტეტს აგიმაღლებთ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში მოაგვაროთ. ცდუნებების აყოლამ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაგირთულოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ეს დღე სასიამოვნო სიახლით დაიწყოს, დიდი სიურპრიზით გაგრძელდეს და საყოველთაო აღიარებით დასრულდეს. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და ნათესავებთან დიდი ხნის წინ დაწყებული უთანხმოება დაასრულოთ.
ლომი
არახელსაყრელი დღეა. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო თქვენი საქმეები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. გამორიცხული არაა, რომ მოვლენების განვითარება თქვენს სასარგებლოდ ვერ შეცვალოთ, რადგან უამრავი შემთხვევითი ფაქტორი იმოქმედებს. გირჩევთ, ეს დღე ანალიზსა და დაგროვილი საქმეების დასრულებას დაუთმოთ. საღამოს მამაკაცებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა ახალი კონტაქტების დამყარებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ძველი მტრები შეარიგოთ. გირჩევთ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ და სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. შესაძლოა, მოვლენების განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ყველა მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში, ძველი საქმეების დასრულებაში და ახლის დაწყებაში დაგეხმარებათ. წარმატება თქვენს მხარესაა.
მორიელი
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი. დიდი და არასასიამოვნო ცვლილებები გელით, რომლებიც მთელ კვირას მოიცავს და ბავშვებთან ან ნათესავებთან იქნება დაკავშირებული. ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. ეცადეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ.
მშვილდოსანი
ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი დროა. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. თუ გსურთ, რომ იმედგაცრუება და ფინანსური დანაკარგი თავიდან აიცილოთ, მეტი ყურადღებით მოეკიდეთ შოპინგსა და საქმიან ქაღალდებს. სარკე სიზმარში ინტიმურ ურთიერთობას ან ქორწილს ნიშნავს.
თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ საკუთარი პოზიციების დაცვა და პარტნიორისთვის ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა მოგიწიოთ. აქტიურად დაიცავით საკუთარი ინტერესები, ნუ წახვალთ კომპრომისზე და სხვების გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით. შესაძლოა, მოვლენათა განვითარება თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა უფროსთან და თანამშრომლებთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისა და ქორწინებისთვის. მეგობრების რჩევა და შუამავლობა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდება. ნუ გამოიჩენთ სიძუნწეს და ენდეთ ახლობელ ადამიანებს.
თევზები
მძიმე და პასიური დღეა. სამუშაო პროცესში ჩართვა გიჭირთ და მოღვაწეობის სფეროს შეცვლაზე ოცნებობთ. ეცადეთ, დამატებითი ვალდებულებები თავიდან აიცილოთ და ძველი საქმეები მშვიდად დაასრულოთ. ახალი საქმეები სასიყვარულო გატაცებებს დაგავიწყებთ.скачать dle 12.1

მოინახულეს:1 643