7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
Загрузка...
7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დაძაბული დღეა. დიპლომატიის უგულებელყოფა უარყოფითად იმოქმედებს პარტნიორთან ურთიერთობებზე. ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს - ისინი იმედგაცრუებისა და ფინანსური დანაკარგის მეტს არაფერს მოგიტანენ.
კურო
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია პროფესიული საქმიანობისთვის. სარისკო ოპერაციებიც კი წარმატებას მოგიტანთ. გირჩევთ ახალი იდეებისა და გეგმების შესახებ არავის უამბოთ. ეცადეთ, მეტისმეტად ბევრ პრობლემას არ შეეჭიდოთ. აირჩიეთ ძირითადი მიმართულებები და თქვენთვის დამახასიათებელი მონდომებით იმოქმედეთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისა და აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის. ეცადეთ, უფროსთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ - ეს კარიერასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა.
კირჩხიბი
დროა, დაივიწყოთ ყველაფერი, რისი განხორციელებაც ვერ შეძელით. ნუ შეეჭიდებით იმდენ საქმეს, რომ გამკლავება გაგიჭირდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანების სულიერ მდგომარეობას და ბიზნესპარტნიორების ახალ წინადადებებს. ეცადეთ, ყველაზე თამამი ოცნებაც რეალობად აქციოთ. ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, ჩასახვისა და შემოქმედებითი წამოწყებებისთვის.
ლომი
საკუთარი პოზიციის ჯიუტად დაცვა პარტნიორთან ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს. ამჟამად მათგან იმედგაცრუებისა და ცარიელი დაპირებების მეტს არაფერს არ უნდა ელოდოთ.
ქალწული
შესანიშნავი დღეა სიყვარულის, ბავშვის ჩასახვის, ოჯახური ურთიერთობებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. არასასურველია ახალი საქმის დაწყება, რადგან შედეგი არ მოგეწონებათ. ერიდეთ რისკს კომერციული ხელშეკრულებების დადებისას. თავი დაანებეთ გლობალური გეგმების განხორციელებაზე ფიქრს. ერთი, მთავარი მიზანი აირჩიეთ და აქტიურად და მიზანსწრაფულად იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით. სავარაუდოდ, სასიყვარულო ურთიერთობაში შექმნილ პრობლემას წარმატებულად გადაწყვეტთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა სარისკო ოპერაციებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ხელს მხოლოდ გადაჭარბებული ოპტიმიზმი და ახლობელი ადამიანების მიმართ გამოვლენილი სამომხმარებლო დამოკიდებულება შეგიშლით.
მორიელი
ტყუილებისა და ილუზიების დღეა. შესაძლოა, პარტნიორების შერჩევაში შეცდეთ. უარი თქვით ერთი შეხედვით მაცდურ წინადადებაზე, რომელიც ზარალის მეტს არაფერს მოგიტანთ. პროფესიული საქმიანობა თქვენგან ჩვეულზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. გირჩევთ, ამ დღის მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია შეიმუშაოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდად და ჰარმონიულად მიმდინარეობს.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში პლანეტების მფარველობა გარანტირებული გაქვთ. დაბალი სასიცოცხლო პოტენციალი საქმიან აქტივობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა თითქმის უიმედო სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. გამორიცხული არაა, რომ ამ დღეს მტრების გამოვლენა შეძლოთ.
თხის რქა
შესანიშნავი დღეა სიყვარულის, ბავშვის ჩასახვის, ოჯახური ურთიერთობებისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ - ისინი წარუმატებლობისთვისაა განწირული. მზად იყავით მეგობრებთან და ახლობლებთან სერიოზული პრობლემებისთვის. ერიდეთ სასიყვარულო თავგადასავლებს - შესაძლოა, საყოველთაო დაცინვის ობიექტად იქცეთ.
მერწყული
ტყუილებისა და ილუზიების დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს თქვენთვის დამახასიათებელ განმარტოებას ამჯობინებთ. საკუთარი გეგმებისა და პრობლემების შესახებ არავის უამბოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს. გირჩევთ, წვრილმანების გამო აურზაურს ნუ ატეხთ. თქვენი სულგრძელობა და სიმშვიდე ოჯახში სიმყუდროვის გარანტიაა.
თევზები
დაძაბული სამუშაო დღე გელით. უზარმაზარი მოცულობის სამუშაო გაიძულებთ, მთელი დღე პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნათ. ჩვეულებრივი ვალდებულებების შესრულება თქვენგან ჩვეულზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს. წარმატებას მდიდარი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის წყალობით მიაღწევთ. კარგი იქნება, თუ ამ დღის მოქმედების გეგმას შეადგენთ. მთავარია, შეცდომა არ დაუშვათ.скачать dle 12.1

მოინახულეს:158
aaa