სექს-მუშაკი ქალი, რომელიც საზოგადოებამ გადაცემა პროფილით გაიცნო ბინის გამქირავებელმა სახლიდან გამოაგდო
Загрузка...
სექს-მუშაკი ქალი, რომელიც საზოგადოებამ გადაცემა პროფილით გაიცნო ბინის გამქირავებელმა სახლიდან გამოაგდო

სოციალურ ქსელში ნინო ბოლქვაძე, სექს-მუშაკ ქალზე წერს, რომელიც გადაცემა "პროფილში" გამოჩენის შემდეგ ბინის გამქირავებელმა ამოიცნო და სახლის დატოვება მოსთხოვა.

"ესეეგი, სექს-მუშაკი, ქალი რომელიც ტელავიზიით დათანხმდა საკუთარი ისტორია მოეყოლა, ახლა დიდ გასაჭირშია. ბინის გამქირავებელმა ამოიცნო ის (რაღაც მომენტში მისი გამოსახულება საერთოდ არ იყო დაბლარული) და ახლა აგდებს სახლიდან ბავშვთან ერთად. წასასვლელი არსად აქვს და არც ფული აქვს მოგროვებული, რომ უცებ სადმე გადავიდეს. ვფიქრობ რომ უნდა დავეხმაროთ - ერთი თვის ბინის ქირა მაინც მოვუგროვოთ. ველოდები ახლა საბანკო ანგარიშს და დავამატებ კომენტარის სახით" - წერს ბოლქვაძე.скачать dle 12.1

მოინახულეს:1 954