ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავს- მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც
Загрузка...
ისე აგაორთქლებ, შენს გვამსაც ვერავინ ნახავს- მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც

„მე თუ მოულოდნელად მოვკვდი იცოდეთ, რომ მკვლელი ის პირია, ვინც ერთი თვის განმავლობაში თავს ორჯერ დამესხა“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას 32 წლის მამაკაცი ვალერი ჩიტაია. მისი თქმით, პირველად მისი თანამშრომლის მეუღლე, დათო გოგოლაძე რამდენიმე მამაკაცთან ერთად თავს 20 თებერვალს დაესხა. ჩხუბში ვალერი ჩიტაიამ თავისა და სახის დაზიანებები მიიღო. ამბობს, რომ თავდამსხმელებს გაექცა და გზად ტაქსი გააჩერა. დაზარალებულმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა და დაზიანებების ხარისხის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტარა.
„დათო გოგოლაძის მეუღლე ჩემი თანამშრომელი იყო. მასთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან. თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევებს, როცა მძიმე საქმის კეთება უწევდა და ვცდილობდი დავხმარებოდი, რადგან ორსულად იყო. ჩვენ აზერბაიჯანულ კომპანიაში ვმუშაობთ და მძიმე ყუთების გადატანა გვიწევს. რა უნდა და რას მერჩის დათო გოგოლაძე წარმოდგენაც კი არ მაქვს“, - ამბობს ჩიატაია და იქვე მის მიმართ მეორე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.скачать dle 12.1

მოინახულეს:971