გაუპატიურება სექსის გარეშე- რუსთაველი გოგონა, რომელმაც 30 წლის მამაკაცს გაუპატიურების გამო უჩივლა, ექსპერტიზის დასკვნით ქალიშვილი აღმოჩნდა
loading...
გაუპატიურება სექსის გარეშე- რუსთაველი გოგონა, რომელმაც 30 წლის მამაკაცს გაუპატიურების გამო უჩივლა, ექსპერტიზის დასკვნით ქალიშვილი აღმოჩნდა

გოგონას, რომელიც 30 წლის მამაკაცს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში სდებდა ბრალს, ქალწულობის აპკის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს - ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" საუბარში ბრალდებულის უფლებადამცველმა ბესო მინდიაშვილმა განაცხადა. 

ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ გოგონას სქესობრივი კავშირი დამყარებული არ აქვს, რაც დაცვის მხარის თქმით მის ბრალდებას 30 წლის მამაკაცის მიმართ ეჭვქვეშ აყენებს. 

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან ბრალდებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, მათთვის გაუგებარია, რა შეიძლება იყოს მოზარდის მხრიდან ტყუილის თქმის მიზეზი. ბრალდებულის მეუღლის თქმით, არასრულწლოვანი მათ მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა ცოლ-ქმარს გოგონასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. 
LOADING...
საქმესთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა დაზარალებულის ადვოკატმა მაია პაიჭაძემ. 

შეგახსენებთ, რუსთავში 7 აპრილს 30 წლის მამაკაცი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. მოსამართლე მანანა ლილუაშვილის გადაწყვეტილებით საქმეში ბრალდებული 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

მამაკაცი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს გარკვეული სახის კავშირს არასრულწლოვანთან.скачать dle 12.1

მოინახულეს:1 215