რუსთავი 2 არ მომწონს და არ ვენდობი, გამოვრთე…გადავწყვიტე, რომ არც გაეროს ბავშვთა ფონდს ვენდო, ქუჩაში გამოვედი და ამ სურათს ვხედავ
loading...
რუსთავი 2 არ მომწონს და არ ვენდობი, გამოვრთე…გადავწყვიტე, რომ არც გაეროს ბავშვთა ფონდს ვენდო, ქუჩაში გამოვედი და ამ სურათს ვხედავ

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაზე სოციალურ ქსელში წერს:
1. რუსთავი ორი არ მომწონს და არ ვენდობი, გამოვრთე!
2. UNICEF-ის კვლევაში ჩავიხედე და ამოვიკითხე:
– საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. 
– ბავშვების 6,8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
– 27,6% კი ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
– ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
– 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.
– საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც გაეროს ბავშვთა ფონდს ვენდო, მერე რა რომ საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ჩავხურე კვლევა და ქუჩაში გამოვედი.
და ამ სურათს ვხედავ. 
დავიბენი, აღარ ვიცი როგორ მოვიტყუო თავი.
ირაკლი კობახიძე რომ ვიყო ,,ჩოლკას” ჩამოვიყრიდი თვალებზე და ვითომც არ დამინახავს.
მადლობა ღმერთს, რომ არ ვარ ირაკლი კობახიძე.скачать dle 12.1

მოინახულეს:1 796