რა დაწერა 15 წლის შალვა ნაჭყებიამ დედაზე თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე
loading...
რა დაწერა 15 წლის შალვა ნაჭყებიამ დედაზე თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე

„პრაიმტაიმს“ ხელში ჩაუვარდა თემა, რომელიც 15 წლის მარტვილელმა ბიჭმა, თვითმკვლელობამდე 1 კვირით ადრე დაწერა. მე-9 კლასს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ნაწარმოების „მოგზაურობა აფრიკაში“, მხატვრული ანალიზის დაწერა დაავალა.
შალვა ნაჭყებიამ თემაში აქცენტი დედაზე გააკეთა. 
 „....დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს, რასაც ოჯახი ჰქვია. შიგნით სიცარიელეა, იატაკზე აგდია მისი მკლავმოგლეჯილი დათუნია, რომელიც სიმბოლოა მისი წართმეული და დასახიჩრებული ბავშვობის… არც ერთი ომი ამ ქვეყნად არ არის გამართლებული, ომში გამარჯვებული ერთი მხარეა, მოგებული კი არცერთი…”,- წერს შაკო ნაჭყებია.
მე-9 კლასელი მოსწავლის დამრიგებელი ხათუნა ფირცხალავა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ შაკო ნაჭყებია კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო.
„მისი სხარტი გონება 10 ბავშვის ტვინს უდრიდა,გარდაცვალებამდე დაწერა ამ ნაწარმოების შემაჯამებელი ფაბულა. ის რაც მას სტკიოდა და აწუხებდა... იგი სკოლის გარდა ფიზიკურადაც მუშაობდა“, - თქვა კლასის დამრიგებელმა.
მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს დღეს დაკრძალავენ. იგი მამასა და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ მეზობლები უყვებიან, დედამ ჩვილი ბავშვები დატოვა და მას შემდეგ არავის უნახავს. მათივე ინფორმაციით, დედა აფხაზეთში ცხოვრობს.

 HTTPS://PRIMETIME.GEскачать dle 12.1

მოინახულეს:542