ქმარი მეუღლეს გამოუტყდა, რომ 18 წლის გოგოსთან ღალატობდა, ცოლის პასუხმა კი მამაკაცი გამოაშტერა – ასე უნდა ყველა მოღალატე ქმარს!
loading...
ქმარი მეუღლეს გამოუტყდა, რომ 18 წლის გოგოსთან ღალატობდა, ცოლის პასუხმა კი მამაკაცი გამოაშტერა – ასე უნდა ყველა მოღალატე ქმარს!

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ბევრს იცინებთ. 54 წლის მამაკაცმა, მეუღლეს წერილი მიწერა და სასადილო ოთახის მაგიდაზე დაუტოვა.
„ჩემს ძვირფას მეუღლეს:
დარწმუნებული ვარ, გესმის, რომ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს, რომელსაც შენ, 54 წლის ასაკში, ვეღარ აკმაყოფილებ.
მე შენთან ძალიან ბედნიერი ვარ და გაფასებ, როგორც კარგ ცოლს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, იმედი მაქვს, არასწორად არ გაიგებ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ საღამოს, მე ჩემს 18 წლის მდივანთან ერთად, სასტუმროში გავატარებ.
გთხოვ, არ გაბრაზდე – სახლში, შუაღამემდე დავბრუნდები.“
გვიან, სახლში დაბრუნებისას, მამაკაცმა მაგიდაზე წერილს მოჰკრა თვალი.
„ჩემო ძვირფასო მეუღლევ:წავიკითხე შენი წერილი და მადლობას გიხდი გულწრფელობისთვის, რომელიც ჩემი ასაკის აღნიშვნისას გამოიჩინე.მსურს, შეგახსენო, რომ შენც 54 წლის ხარ; როგორც იცი, მე ადგილობრივ კოლეჯში, მათემატიკას ვასწავლი.მინდა გითხრა, რომ როდესაც შენ ამ წერილს წაიკითხავ, მე ვიქნები სასტუმროში, მაიკლთან, ჩემს ერთ-ერთ სტუდენტთან ერთად, რომელიც ჩოგბურთის მწვრთნელის ასისტენტია. ის ახალგაზრდა, მამაკაცური და შენი მდივნის მსგავსად, 18 წლის არის.შენ წარმატებული ბიზნესმენი ხარ და მათემატიკა კარგად იცი. მიხვდებოდი, რომ ჩვენ ერთსა და იმავე სიტუაციაში ვართ, ოღონდ, მცირედი განსხვავებით: 18 54-ში უფრო ბევრჯერ შედის, ვიდრე 54 18-ში.არ დამელოდო. ხვალამდე სახლში არ ვიქნები.скачать dle 12.1

მოინახულეს:1 575